გუნდი

"ბკ კაპიტალი" უფროსი მენეჯმენტი

პრეზიდენტი:

შოთა ბერეკაშვილი, დაიბადა 1974 წელს; 2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია “Basic International Development Corporation”-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ს მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში. 2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში “Elgin Capital”-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა“BM Capital”-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი “BK Capital”-ის პრეზიდენია.     

 

გენერალური დირექტორი:

რევაზ ქევანიშვილი, დაიბადა 1951 წელს. 1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1974–1995 წლებში მუშაობდა სამშენებლო და საპროექტო ტრესტში „საქართველოს სამოქალაქო მშენებლობების სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი“, სხვადასხვა პოზიციებზე როგორც ინჟინერი, ასევე კონსტრუქციული ნაგებობების დეპარტამენტის უფროსი. 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვში ბატონ თამაზ ბერეკაშვილის დაქვემდებარებაში, და მონაწილეობა მიიღო კომპანია „ბმ კაპიტალი“–ს მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში. მას ეკავა კონსტრუქციული ნაგებობების დირექტორის, სამშენებლო მოედანზე ხარისხის კონტროლის და ტექნიკური ზედამხედველის და მშენებლობის უფროსის პოზიციები. 2009 წელს გახდა „ბკ კაპიტალი“–ს გენერალური დირექტორი. მისი საერთო გამოცდილება სამშენებლო სფეროში შეადგენს 35 წელს, საიდანაც 14 წელი იმსახურა მოსკოვში.

 

მთავარი ინჟინერი:

გურამ გერაძე, დაიბადა 1957 წელს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1980–1994 წლებში მუშაობდა #4 სამშენებლო ტრესტში. მან დაიწყო თავისი კარიერა როგორც უბრალო ინჟინერმა და 1989 წელს დაწინაურდა სამშენებლო–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვში ბატონ თამაზ ბერეკაშვილის დაქვემდებარებაში და მონაწილეობა მიიღო კომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში. მას ეკავა სამშენებლო–ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიცია, ხოლო 2001 წელს დაწინაურდა „ბმ კაპიტალის“ მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე. 2009 წლიდან ბატონი გერაძე „ბკ კაპიტალი“–ს მთავარი ინჟინერია. მას სამშენებლო სფეროში მუშაობის 29 წლის გამოცდილება აქვს, საიდანაც 14 წელი მუშაობდა მოსკოვში.

 

მთავარი ბუღალტერი:

მედეა კვარაცხელია, დაიბადა 1951 წელს. 1976 წელს დაამთავრა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ეკონომიკის განხრით. 1980–1994 წლებში მუშაობდა #4 სამშენებლო ტრესტში. კარიერა დაიწყო უმცროსი ეკონომისტის პოზიციით , ხოლო 1991 დაწინაურდა მთავარი ბუღალტერის მოადგილის პოზიციაზე. 1995–2001 წლებში მუშაობდა მოსკოვში „ბმ კაპიტალში“, მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე. 2004 წელს გაიარა საკურსო პროგრამა „აუდიტი და ბუღალტერია“, მოსკოვში პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო აკადემიაში. 2001–2008 წლებში მსახურობდა „ბმ კაპიტალი“–ს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 2009 წლიდან უკავია „ბკ კაპიტალი“–ს მთავარი ბუღალტრის პოზიცია.

 

საწარმოო–ტექნიკური განყოფილების დირექტორი

ივანე გერაძე, დაიბადა 1959 წელს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1981–1994 წლებში მუშაობდა  #4 სამშენებლო ტრესტში, სხვადასხვა პოზიციებზე. 1981–1985 წლებში ეკავა #4 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციის საწარმოო–ტექნიკური დეპარტამენტის, უფროსი ინჟინრის თანამდებობა. 1985–1994 წლებში მუშაობდა #4 სამშენებლო ტრესტის, #3 სამშენებლო ადმინისტრაციაში, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 1995–2001 წლებში ეკავა „ბმ კაპიტალი“–ს საწარმოო–ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია. 2002–2006 წლებში იყო „შავი ზღვის ტერმინალი“ ხულევის საწარმოო–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 2006 წელს დაბრუნდა მოსკოვში „ბმ კაპიტალი“–ს საწარმოო–ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. 2009 წლიდან მუშაობს „ბკ კაპიტალი“–ს საწარმოო–ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე. მისი სამშენებლო სფეროში 28 წლიანი გამოცდილებიდან, 9 წელი მოღვაწეობდა მოსკოვში.

 

ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორი

ჯანსუყ ბასილაძე, დაიბადა 1948 წელს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი. 1973–1994 წლებში მუშაობდა #4 სამშენებლო ტრესტში, სადაც მან კარიერა დაიწყო უმცროსი ინჟინრის თანამდებობიდან, ხოლო შემდეგ დაწინაურდა #4 სამშენებლო ტრესტის, ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 1995–2008 წლებში ეკავა „ბმ კაპიტალი“–ს ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია. მისი 20 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ბნ. ბასილაძემ  „ბმ კაპიტალი“–სთვის შექმნა, გამოცდილი ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტთა წარმატებული ბაზა (500 ადამიანზე მეტი). 2009 წლიდან ბატონი ბასილაძე „ბკ კაპიტალი“–ს ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორია. იგი სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის 36 წლიანი გამოცდილებიდან, 14 წელი მსახურობდა მოსკოვში.